სიახლეები

ტრამპის რეიტინგი ვარდნას განაგრძობს

ტრამპის რეიტინგი ვარდნას განაგრძობს

თავისი მეორე ვადის მე-500 დღეს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეიტინგის ვარდნით შეხვდა. Economist-ისა და YouGov-ის კვლევებმა აჩვენა, რომ ტრამპის მოღვაწეობას ამერიკელების 35% დადებითად აფასებს, 60% კი უარყოფითად. (5%-მა თავი შეიკავა პასუხისგან)

ამერიკის არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია მსგავსი დაბალი მონაცემი იმ პერიოდში, რაც Economist-ი მსგავს კვლევებს ატარებს. რეიტინგის ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად ირანზე სამხედრო დარტყმა სახელდება, გამოკითხულთა უმრავლესობა ტრამპის ამ გადაწყვეტილებას შეცდომად აღიქვამს.

ამერიკელებს ყველაზე მეტად ეკომონიკა აწუხებთ, გამოკითხულთა 75% უკმაყოფილოა მიმდინარე მდგომარეობით, განსაკუთრებით ფასების ზრდით. იმიგრაციის, დანაშაულის, სამუშაო ადგილებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებშიც უკმაყოფილოთა რიცხვი კმაყოფილთა რიცხვზე მეტია. პრეზიდენტის მხარდაჭერა განსაკუთრებით შესამჩნევად შემცირდა ახალგაზრდა ამერიკელებსა და პენსიონერებს შორის.

დაგვიკავშირდით ნომერზე 347 957 1845 თუ გჭირდებათ:


🟢თარჯიმანი
🟢უძრავი ქონების აგენტი
🟢ტაქსების გადახდა/კომპანიის გახსნა და სხვა საბუღალტრო მომსახურება
🟢ჯარიმების გასაჩივრება ან გადახდა
🟢ნებისმიერი კომპანიის საფორთთან საუბარი და ა.შ.