სიახლეები

ნიუ იორკი 11 და 12 ივნისს საშინელი ამინდების მოლოდინშია

ნიუ იორკი 11 და 12 ივნისს საშინელი ამინდების მოლოდინშია

სიცხე და ქარიშხალი ერთად?!

ამინდის ეროვნული სამსახური (NWS) ნიუ იორკელებს აფრთხილებს რომ 11 და 12 ივნისს მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ხუთშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ქალაქი ერთდროულად რამდენიმე ექსტრემალური ამინდის ფენომენს შეხვდება.

ტემპერატურა 32 გრადუსს გადააჭარბებს, თუმცა სიმხურვალის ინდექსი - ანუ ის, თუ რამდენად ცხელა რეალურად გარეთ 38 გრადუსს მიაღწევს. ეს განსაკუთრებით შეიგრძნება ღია სივრცეებში. ასეთი ტენიანი და ცხელი ჰაერი კი სწრაფად ქმნის ძლიერი ელჭექის პირობებს.

მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ქარმა შეიძლება 58–70 მილი/საათს მიაღწიოს, ეს საკმარისია ხეების წასაქცევად და ელექტრომომარაგების გამოსართავად. ინტენსიური ნალექები გზებსა და დაბლობ ტერიტორიებზე წყალდიდობას გამოიწვევს. ამასთან, ექსპერტები არ გამორიცხავენ ადგილობრივი ტორნადოების შესაძლებლობასაც. (თუმცა ნაკლებ სავარაუდოა)

მოქალაქეებს ურჩევენ: ბევრი წყალი დალიონ, შუადღის სიცხეში გარეთ ყოფნა შეზღუდონ და გამაგრილებელი ცენტრებით ისარგებლონ. კარგი ამბავია ისაა, რომ შაბათისთვის ამინდის გაუმჯობესებას ველოდებით, ქარიშხლები გადავა და ტენიანობა შემცირდება.

დაგვიკავშირდით ნომერზე 347 957 1845 თუ გჭირდებათ:


🟢თარჯიმანი
🟢უძრავი ქონების აგენტი
🟢ტაქსების გადახდა
🟢ჯარიმების გასაჩივრება ან გადახდა
🟢ნებისმიერი კომპანიის საფორთთან საუბარი და ა.შ.