ინფორმაცია უბერისა და ლიფტის მძღოლებისთვის

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მანჰეტენზე 8 დღის განმავლობაში ქუჩების ნაწილი ჩაიკეტება
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი სტრატს ხუთშაბათს 11 ივნისს აიღებს და 19 ივლისამდე გაგრძელდება, მოგეხსენებათ 8 მატჩი ნიუ ჯერსიში, მეტლაიფის სტადიონზე გაიმართება. რადგან ნიუ ჯერსი და ნიუ იორკი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, მატჩის დღეებში მანჰეტენზე გარკვეული ქუჩები გადაიკეტება, რაც დიდ საცობებს გამოიწვევს, ამიტომაც ქალაქის ადმინისტრაცია აფრთხილებს მძღოლებს რომ მოერიდონ ამ მონაკვეთებს.
ქუჩების გადაკეტვის თარიღები
13 - ივნისი შაბათი
16 - ივნისი სამშაბათი
22 - ივნისი ორშაბათი
25 - ივნისი ხუთშაბათი
27 - ივნისი შაბათი
30 - ივნისი სამშაბათი
5 - ივლისი კვირა
19 -ივლისი კვირა ფინალი
ქუჩების ჩამონათვალი რომლებიც გადაიკეტება
42-ე ქუჩა მეხუთედან მეთორმეტე ავენიუმდე მარტო ავტობუსებისთვის იქნება გახსნილი.
მე-6 ავენიუ 42 ქუჩიდან 59 ქუჩამდე იქნება დაკეტილი.
მე-5 ავენიუ 42 ქუჩიდან 59 ქუჩამდე იქნება დაკეტილი.
ვესთ მე-40 ქუჩა დაკეტილი იქნება მე-8-დან 11-ე ავენიუმდე
ვესთ 41-ე ქუჩა დაკეტილი იქნება მე-8-დან 10-ე ავენიუმდე
მარტივად რომ ვთქვათ, ამ დღეების განმავლობაში სასურველია მოერიდოთ მიდთაუნ მანჰეტენს.
დაგვიკავშირდით ნომერზე 347 957 1845 თუ გჭირდებათ:
🟢თარჯიმანი
🟢უძრავი ქონების აგენტი
🟢ტაქსების გადახდა
🟢ჯარიმების გასაჩივრება ან გადახდა
🟢ნებისმიერი კომპანიის საფორთთან საუბარი და ა.შ.